გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
05-01-2022

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ ღონისძიება გამართეს და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარმოადგინეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა წინასაახალწლოდ მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზეს. 

ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203