თბილისის N191 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ახალი წელი მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
05-01-2022
თბილისის N191 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები განახორციელეს.

Iკლასის პატარა მოსწავლეებმა პედაგოგთან, ნათია ღუდუმიძესთან ერთად წინასაახალწლო აქტივობები გააკეთეს.

II კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა, მასწავლებლის ნათია ჟალაძეს ხელმძღვანელობით კი ზამთრის მოდელები შექმნეს. მონდომებულმა მოსწავლეებმა ლამაზი და უნიკალური დეკორაციები შექმნეს.

III კლასმა კი პედაგოგის, დიანა ზაქარაიასთან ერთად ახალი წელი  ყველას ლამაზი ვიდეორგოლით მიულოცეს გილოცავთ ახალ წელს მასწავლებელი დიანა ზაქარაია.

ხოლო, III კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ლელა გადახაბაძის ხელმძღვანელობით წინასაახალწლო ვიქტორინა ჩაატარეს.

სადღესასწაულო აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203