ურთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
05-01-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად მოემზადნენ. საკლასო ოთახები ლამაზი დეკორაციებით მოირთო და დიდსა თუ პატარას საზეიმო განწყობა შეუქმნა.

სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები საახალწლო ღონისძიებაში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. პედაგოგებმა მოსწავლეების საახალწლო განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს.

„ჩვენმა პატარებმა საზეიმოდ მორთეს ნაძვის ხე. მართალია, რეგულაციებიდან გამომდინარე, ღონისძიება არ იყო მასშტაბური, მაგრამ ნაძვის ხის მორთვის პროცესი მაინც მეტად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პატარებმა იმღერეს, ლექსებით შეამკეს კოპწიად მორთული ნაძვის ხე. მადლობა ამ დაუვიწყარი წუთების ინიციატორებს: ცირა მიქავასა და ნინო ზაქარაიას; პედაგოგებს: თამარ კაკაჩიას, მარინე ქირიას, მამუკა ქირიას თანადგომისთვის და ლამაზი გარემოს შექმნისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203