კინჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს
05-01-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში, საგანმანათლებლო პროექტი დაგეგმეს და განახორციელეს.

2020- 2021 სასწავლო წლის 27 დეკემბერს, სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტი სახელწოდებით - „My favourite fairy tail“ წარადგინეს. 

ნიჭიერმა მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე თავიანთი საყვარელი ზღაპრის წიგნები ილუსტრაციებით შექმნეს და პროექტები შემდეგი სახელწოდებებით: ანა კირთაძემ - „Red Riding Hood“, ირაკლი უგულავამ - „The Jack and the beanstalk“ წარადგინეს.

ხოლო, მეხუთე კლასის მოსწავლემ, მარიამ გედენიძემ, პროექტი სახელწოდებით - „My favourite pet“ წარადგინა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203