გუმბრინის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრეს
05-01-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლ. მიშვიძე) საახალწლო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები საინტერესოდ წარმოადგინეს და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს კი თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს საჩუქრებიც დაურიგა.

„საკლასო - საახალწლო განწყობის ბედნიერი წუთები. ბავშვებმა მოგვილოცეს შობა-ახალი წელი, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის კუთხეების საახალწლო ტრადიციები, დაამზადეს საახალწლო ბარათები, რომელშიც მათი სურვილები დაწერეს. ბოლოს, თოვლის ბაბუამ მოგვილოცა ახალი წელი და პატარებს საჩუქრები გადასცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203