ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის II კლასმა მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებთ საახალწლოდ საჩუქრები გაუგზავნა
04-01-2022
რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის IIკლასმა საახალწლოდ მოხუცთა თავშესაფარს საჩუქრები გაუგზავნა.

მოსწავლეებმა, პედაგოგმა და მშობლებმა მოხუცებულების განწყობაზე იზრუნეს. 

„მოხუცთა საჭიროებაზე მორგებული სახლი“ მადლობას უხდის მათ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

„დიდი მადლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების მთელ კოლექტივს, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის II კლასის ხელმძღვანელს ინგა მაღლაკელიძეს და მშობლებს.
ყველას დიდი მადლობა, ვინც სხვა ადამიანების განყობაზე ზრუნავს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203