ბარეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
04-01-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა. ნიჭიერმა მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დღე შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.
„სრულიად საქართველოს, ბარეთის სასკოლო საზოგადოებას, ბავშვებო, განსაკუთრებით თქვენ გილოცავთ ახალი წლის მოსვლას; მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბევრ სიხარულს გისურვებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს