ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ვიდეორგოლი
04-01-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში ჯადოსნური და ყველასგან გამორჩეული საახალწლო განწყობა იგრძნობოდა. 

სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით ვიდეორგოლი გადაიღეს. პატარებმა თოვლის ბაბუის ფორმა მოირგეს, თოვლში იმღერეს და საახალწლო განწყობა შეიქმნეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები თავიანთი ხელით შექმნეს და შემდეგ კი მთელი სკოლა გაალამაზეს.

„მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი საახალწლო დეკორაციებით დაამშვენეს საგამოფენო სივრცე და საკლასო ოთახები. ენერგია არ დაუზოგავთ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს, რომ ყინვისფერი გარემოდან საოცარ საზღაპრეთში აღმოჩენით გაეხარებინათ ყველა-დიდი თუ პატარა“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203