სამების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
04-01-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“, ლიდერობის მიმართულებით, პროექტი - „გარემოს დაცვა“ დასრულდა.

ჩატარდა პროექტის საბოლოო პრეზენტაცია, რა დროსაც თავად პროექტის შეჯამება და შეფასება მოხდა.

„ჩვენი აზრით, პროექტმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა გააცნობიერეს ჯანმრთელობისთვის სუფთა გარემოს აუცილებლობა და გაიუმჯობესეს პრეზენტაციის უნარ-ჩვევები; გამოიკვლიეს და გააცნობიერეს დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე; აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება; გაანალიზეს მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემები და რაც მთავარია, გაიაზრეს საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის კუთხით. ვიმედოვნებთ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს პასუხისმგებლობით მოეპყრონ გარემოს და პროექტის ფარგლებში გამწვანებული ეზო მუდმივად შეახსენებთ ამ პროექტს და მის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203