დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
04-01-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. 

დაწყებით კლასებში მოეწყო ღონისძიება. მასში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ზეიმი ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იჟღურტულეს, იცეკვეს, მოირგეს თოვლის პაპის თუ სანტას ფორმები, გაამზადეს საახალწლო სახლები, დააგზავნეს მისალოცი წერილები, გადაიღეს ფოტოები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203