ბარდუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს
04-01-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლის დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეებისთვის სადღესასწაულო აქტივობები ჩატარდა.

ბავშვები ღონისძიებებში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა თოვლში ნაძვის ხე ლამაზად მორთეს და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლიც გადაიღეს.  აღსანიშნავია, რომ მეხუთეკლასელების კლასის ხელმძღვანელი და ინგლისური ენის მასწავლებელი მარიამ ცქიფურიშვილია.

„შობა - ახალ წელს გილოცავთ საუკეთესო სურვილებით ყველას! დაგბედებოდეთ ნატვრის ახდენა და სიყვარული ბავშვივით წრფელი“ - წერს პედაგოგი მარიამ ცქიფურიშვილი.

ბარდუბნის საჯარო სკოლა ყველას ულოცავს შობა - ახალ წელს და მისალოც წერილს ავრცელებს:

„გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. იმედი და წარმატება ყოფილიყოს ყველას ცხოვრების მეგზური“, - წერია სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203