წალკის N1 საჯარო სკოლაში უცხო ენაში კონკურსი ჩატარდა
04-01-2022

წალკის N1 საჯარო სკოლის მე-5 და მე-5 კლასებში, ამავე სკოლის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ხათუნა გვიჩიანის ხელმძღვანელობით, კონკურსი - КТО ЛУЧШЕ ВСЕХ ЗНАЕТ АЛФАВИТ („ვინ იცის ყველაზე კარგად რუსული ენის ანბანი“) ჩაატარა.

კონკურსი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც დასაჩუქრდნენ სიგელებითა და პრიზებით.

მე-5 კლასში პირველი ადგილი დაიმსახურა თეონა გვიჩიანმა; მეორე ადგილი ანა-მარია წერდიანს ერგო, ხოლო მესამე ადგილი ნიკა კვიციანმა და მარიამ ბოლქვაძემ გაინაწილეს;

მე-5 კლასში, პირველი ადგილი დაიმსახურა ელიზავეტა კესოვამ, მეორე ადგილი ალექსანდრ დიმიტიადიმ, მესამე კი - ბექა ბუცხრიკიძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203