ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
04-01-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო. 

მასში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. 

ღონისძიება თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ზეიმი ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით ჩატარდა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ჩაწერეს მისალოცი ვიდეოებიც, რომლებშიც თავიანთი სურვილები და მოლოდინებიც გამოხატეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



ვიდეო 1
ვიდეო 2
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203