ახმეტის N2 სკოლის მოსწავლეები, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში უამრავ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ
04-01-2022

ახმეტის N2 საჯარო სკოლის მე-5 მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები - ეკა ჭაბუკაშვილი, ჟანა ხაჭაპურიძე და ნინო ჭიღიტაშვილი 2021 წლის ოქტომბრიდან საერთაშორისო პორტალის - eTwinning პროექტში - media literacu and digital generation (მედიაწიგნიერება და ციფრული თაობა) აქტიურად არიან ჩართულნი. 

პროექტში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 48 მასწავლებელი და 426 მოსწავლე მონაწილეობდა.

„პროექტი ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა. ამან ხელი შეეწყო ჩემი მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას. სამი თვის განმავლობაში მოსწავლეები უამრავ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ, საკუთარი თავის წარდგენა ინგლისურ ენაზე გააკეთეს, გაიუმჯობესეს უცხო ენის ცოდნის უნარი, შეისწავლეს სხვადასხვა web2 ინსტრუმენტის გამოყენება (padlet, Bitmoji, canva).

პროექტის მსვლელობისას, Microsoft Teams- გამოყენებით, ჩატარდა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან​. მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

შექმნეს საკუთარი მედიაგზავნილი, ყველა ძალიან გაგვახალისა საახალწლო სიმღერის ჩაწერის პროცესმა.

დიდი მადლობა პროექტის ავტორებს საინტერესო აქტივობების შემოთავაზებისთვის, პროექტში თბილი, მეგობრული გარემოს შექმნისათვის.

იმედია ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203