მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება იმერის საჯარო სკოლაში
04-01-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„როგორც ყოველთვის, იმერის საჯარო სკოლაში ახალი წლის ზეიმი მრავალფეროვანია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც ცეკვები, ასევე სიმღერები. ტრადიციულ ცეკვებთან ერთად შეასრულეს თანამედროვე საცეკვაო ნომრებიც. პატარებმა ლამაზი ლექსებით კიდევ უფრო გაალამაზეს საზეიმო გარემო.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში და ხატვის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები. ღონისძიების დასასრულს თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს გადასცა საჩუქრები.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების სახელით, ჩვენი სკოლის დირექტორს ვუხდით მადლობას გაწეული მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის“,- აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203