ნაგარევის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო კვირეული გაიმართა
04-01-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ სადღესასწაულო კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მხიარული და საინტერესო აქტივობები განხორციელდა.

V - XI კლასელების მონაწილეობით მხიარული საახალწლო თამაშები ჩატარდა და ბავშვების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლამზირა მარგველაშვილის ხელმძღვანელობით თეატრალური წარმოდგენა - „კუჩხი ბედნიერი“ დაიდგა და ბავშვებმა სამსახიობო ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინეს.

„მხიარული საახალწლო თამაშობები ჩვენს სკოლაში V-XI კლასელების მონაწილეობით გაიმართა; „კუჩხი ბედნიერი“ ნაგარევის საჯარო სკოლაში - სოფელში მეტად აქტუალური, ზოგიც უკვე მოგვარებული და ზოგიც მალე მოსაგვარებელი პრობლემით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და ნამდვილი ბროლისქედელი ბროლიას მონაწილეობთ (ხელმძღვანელი ლამზირა მარგველაშვილი). ვეცადეთ საახალწლო განწყობა შეგვექმნა. გილოცავთ შობა-ახალ წელს“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203