ბოლნისის N3 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ახალი წლის მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერეს
ბოლნისის N3 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას ახალ 2022 წელს ულოცავენ.
მოსწავლეებმა დამრიგებელ ნორა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, მისალოცი ვიდეორგოლები ჩაწერეს. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და საახალწლო განწყობა შექმენეს.
„ახალი წელი - ეს ის დღესასწაულია, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება პატარების ჟრიამული. ჩვენც ვუერთდებთ მათ მილოცვებს და გთავაზობთ მეორე კლასელთა პატარა კოლაჟს. დამრიგებელი - ნორა რეხვიაშვილი.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის! მოეტანოს ჯანმრთელობა, სიხარული და ულევი ბედნიერება!“,- წერს სკოლა.
იხილეთ ვიდეო: