მატნის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ინგლისური ენის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
04-01-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ამჯერადაც, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში ანბანის დამამთავრებელი კომპლექსური დავალება შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203