არაშენდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ტყის ზღაპარში“ იმოგზაურეს
04-01-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მონდომებულმა პირველკლასელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს.
ნიჭიერი პატარა მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოსტიუმირებული იყო.
„23 დეკემბერს პატარა პირველკლასელებმა ფიფქიასა და ვარსკვლავბიჭუნასთნ ერთად „ტყის ზღაპარში“იმოგზაურეს. კურდღლებმა, ციყვებმა, ფისომ, დათუნიამ, კოდალამ, კაჭკაჭმა და მელაკუდამ კარგად მოილხინეს - იცეკვეს იმღერეს და თოვლის პაპის გამოგზავნილი საჩუქრებიც დაიმსახურეს. ბედნიერი ახალი წელი დაჰბედებეთ მათ!“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს