მიასნიკიანის საჯარო სკოლაში საშობაო წვეულება მოეწყო
04-01-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში საშობაო წვეულება გაიმართა, რამაც მოსწავლეების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სადღესასწაულო აქტივობებში დიდი ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

სკოლის დირექტორი მ/შ მარგო ბალასანიანი საუკეთესო სურვილებით ყველას ულოცავს შობა-ახალ წელს:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეების დახმარებით საშობაო წვეულება მოვაწყეთ. ღონისძიებაზე მოსწავლეთა ამაღლებული საახალწლო განწყობა წარმოჩინდა. გილოცავთ შობა-ახალ წელს! წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ“, - აღნიშნავს  დირექტორის მ/შ მარგო ბალასანიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203