ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
03-01-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში საახალწლო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ ცისმარი ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

სკოლაში მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად ყველაფერი გაკეთდა. მოეწყო კონკურსიც და ყველაზე კარგად მორთულ კლასად მე-8 კლასი დასახელდა.

„მოსწავლეებმა მოაწყვეს საახალწლო ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა. ცალკე კუთხე დაეთმო სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრებს ( სპეცპედაგოგი გ. გიგოლაშვილი). მოსწავლეები აზრებს, ემოციებს გამოხატავდნენ შთაბეჭდილებების დაფაზე. ასევე, გამოვლინდა გამარჯვებული, მოსწავლეთა ფანტაზიით საკლასო ოთახის საახალწლოდ გაფორმებაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203