„მადლობით გავაცილეთ 2021 წელი ამ უდიდესი საჩუქრისთვის“ - ერკეთის საჯარო სკოლის ახალ შენობაში ახალი წელი პირველად იზეიმეს
03-01-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ერკეთის საჯარო სკოლის ახალ შენობაში ახალი წელი პირველად იზეიმეს.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნეს და მოსწავლეებს დღესასწაული განსაკუთრებულად გაულამაზეს.  

„გატრუნულან მთები, ცამდე აზიდულნი
ღამეს აფრთხობს თოფის სროლის მოძალება,
სიხარულის ხურჯინებით დატვირთული,
მოგვილოცავს ახალი წლის მობრძანება“.

წინასაახალწლოდ მოთოვა გურიაში. გადაიპენტა ერკეთის სკოლის ეზო. ნაძვის ხემ გააჩახჩახა სკოლის დარბაზი. ეს პირველი ახალი წლის ზეიმია ახალ სკოლაში. მადლობით გავაცილეთ 2021 წელი ამ უდიდესი საჩუქრისთვის და კიდევ იმისთვის, რომ მოსწავლეთა ნაწილმა, მათმა ოჯახებმა და პედაგოგებმა უმტკივნეულოდ მოიხადეს ვირუსი.

სკოლამ გაულამაზა თავის მოსწავლეებს საახალწლო განწყობა: იყო ლექსები, სიმღერები, ბავშვებმა იცეკვეს, გადაეცათ სიგელები წარმატებულებს და საგანგებოდ შერჩეული ტკბილეულით სავსე საჩუქარიც გადაეცა ყველა მოსწავლეს.

არდადეგები დაიწყო. სკოლის ეზოში დარჩა პატარების მიერ გაკეთებული თოვლის პაპა პირბადით, როგორც სიმბოლო ყველა ასაკში სიცოცხლის გაფრთხილებისა და დაფასებისა.

საინტერესოა კიდევ თუ დადგეს სადმე ბავშვებმა თოვლის პაპა ცოცხით ხელში, თავზე ვედროთი, ნახშირის თვალებით, სტაფილოს ცხვირით და პირბადით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203