ფანაგის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს
31-12-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შობა-ახალი წლის აღსანიშნავად საახალწლო ზეიმი გამართეს, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიების ბოლოს კი საჩუქრებიც დაურიგდათ.

ფანაგის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს შობა ახალ-წელს და მისალოც წერილს ავრცელებს.

„ფანაგის საჯარო სკოლა ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის 2022 წელი, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ულევ სიხარულს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203