ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საოცარი საახალწლო სანახაობა
31-12-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. 

მათ სანტა კლაუსისა და თოვლის პაპას საახალწლო ზღაპარი წარმოადგინეს. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც მოაწყვეს. 

ზეიმი ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართა.

„მათ შორის პაექრობა, დადებითი თვისებების შესახებ, გადაიზარდა ლექსების, სიმღერების და ცეკვების შეჯიბრში როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე, რაც სანტა კლაუსისა და თოვლის პაპას მეგობრობით დასრულდა.
მოსწავლეებმა ასევე მოაწყვეს ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203