ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის ხელმძღვანელმა, ფატი ბაღდავაძემ პატარებს შობა-ახალი წელი საზეიმო აქტივობით მიულოცა
31-12-2021
მარტვილი​ს მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის ხელმძღვანელმა ფატი ბაღდავაძემ პატარებს საახალწლო განწყობის შესაქმნელად პატარა და ლამაზი ღონისძიება შესთავაზა.

შობა-ახალი წლის ზეიმზე პატარებმა იმხიარულეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„რადგან ამხელა კოვიდპანდემია მძვინვარებს, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და გვერდით მყოფთა ჯანმრთელობას. გადავწყვიტე, პატარები ცოტა გამემხიარულებინა და ჩემს სადამრიგებლოში მე-5 კლასში საახალწლო საზეიმო აქტივობა ჩამეტარებინა. ყველას მოვარგე სანტას ფორმები და გავიხალისეთ წლის ბოლო გაკვეთილი. ვულოცავ თითოეულს შობა - ახალ წელს. ლაღი და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ“, - აღნიშნულია ფატი ბაღდავაძის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203