
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თენგო შავლიაშვილმა ნახატების კონკურსში გაიმარჯვა.
კონკურსი, რომელშიც თენგო შავლიაშვილმა წარმატება მოიპოვა, FAO Georgia-მ გამოაცხადა.
კონკურსის პირობით, მონაწილეს ნახატით უნდა გადმოეცა სურსათის მოგზაურობა, თუ რა გზას გადის საკვები ფერმიდან სუფრამდე, ეს ხანგრძლივი მოგზაურობა კი იწყება თესვით, გრძელდება მოსავლის აღებით, დამუშავებით, ბაზრამდე ტრანსპორტირებით, მთავრდება თეფშზე და იქცევა საკვებ ნარჩენად.
მის ნამუშევარში გადმოცემულია ვაზის ზრდა-განვითარების პროცესი, ვენახის გაშენებიდან მოკიდებული - ჭიქაში ჩამოსხმამდე.
თენგოს ნამუშევარი მოხვდა საუკეთესო ნახატებს შორის, მას საჩუქრად გადაეცა მაისური, რომელზეც დაბეჭდილია მისი ნახატი.
აღნიშნული კონკურსის პარტნიორია CENN და ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სკოლის ბაზაზე არსებული ეკოკლუბის ხელშეწყობით, რომლის ხელმძღვანელია ჯიმითის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი - გულნარა ზაკალაშვილი.
იხილეთ ფოტოები: