თბილისის N118 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა საოცარი სადღესასწაულო ღონისძიება
30-12-2021
თბილისის N118 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და იცეკვეს. კლასში სასიამოვნო საზეიმო განწყობა იყო. კლასის ხელმძღვანელმა ეკატერინე მჭედლიშვილმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ერთმანეთს „სეკრეტ სანტას“ საჩუქრები გადასცეს. მეოთხეკლასელების ზეიმი საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.