ახალბედისეულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
30-12-2021
ხონის მუნიციპალიტეტის ახალბედისეულის საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საკლასო ოთახის სადღესასწაულო მორთულობაზე იზრუნეს და ამით საახალწლო განწყობა აიმაღლეს.
გაიმართა მცირე ღონისძიებაც, რომელსაც რეგულაციების გამო მხოლოდ მონაწილეები ესწრებოდნენ.
„მოსწავლეებმა ჯერ ფიფქები გამოჭრეს, მერე ნაძვის ხე მორთეს. საკლასო ოთახიც სადღესასწაულოდ გაალამაზეს. მოკრძალებული ღონისძიებაც ჩაატარეს საკლასო ოთახში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.