გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ზღაპარი დადგეს
30-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად საშობაო ზღაპარი წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა თეა მჟავანაძემ გაუწია.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო ზღაპარი და არაჩვეულებრივი წინასაახალწლო განწყობა შექმნეს. მონაწილეობდნენ, როგორც დაწყებითი ასევე, საბაზო კლასის მოსწავლეები. მათმა მაღალმა საშემსრულებლო დონემ სკოლის ადმინისტრაციის მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ამასთანავე სკოლის ადმინისტრაციამ ყველა მონაწილეს საახალწლო საჩუქრები დაურიგა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203