მანავის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეები გაულამაზეს
30-12-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს და მათთვის საკლასო ოთახებში სადღესასწაულო ღონისძიებები გამართეს.
მეორე კლასის დამრიგებლის, ირმა აფციაურის თქმით - მე-2ა კლასს სვანეთის მთებიდან მოსწავლეებს თოვლის პაპამ საჩუქრებიც ჩამოუტანა.
„მანავის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები გილოცავთ დამდეგ ახალ 2022 წელს გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, ახალ კონკურსებში და პროექტებში, საინტერესო შეხვედრებს და თავგადასავლებს. მანავის სკოლის საახალწლოდ აჟრიამულებული საკლასო ოთახები ამ დღეებში აივსო ომახიანი „ალილოთი“, ცეცხლოვანი ცეკვის რითმებით, საყვარელი ზღაპრის გმირებით და მხიარული სიმღერის აკორდებით; მასწავლებლებმა: ირმა აფციაურმა, ანა რცხილაძემ, სოფიო ტაველიშვილმა, მაკა ყორღანაშვილმა, მარინა ლოლაძემ, ციცინო ბორაშვილმა, ხათუნა ქევხიშვილმა, მაია ქვლივიძემ, მარინა საბაშვილმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს ბავშვებისთვის ეს ზღაპრული ზეიმები და გაუფერადეს საახალწლო განწყობა თითოეულ მოსწავლეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს