ღების საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ღონისძიება გამართეს
30-12-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად აქტიურად ზრუნავდნენ.
სკოლის საოცრად ნიჭიერი მოსწავლეები მონაწილეობდნენ საახალწლო ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო თუ მრავალფეროვანი აქტივობა შეასრულეს.
„რაჭის მშვენიერ სოფელ ღებში სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საახალწლო ღონისძიებაში, სადაც წარმოადგინეს - ცეკვები, სიმღერები, პიესა და ლექსები ინგლისურ ენაზე. ისინი დიდი ხალისით იყვნენ ჩართულნი საზეიმო სამზადისში, სიხარულით აითვისეს ინგლისური ლექსები და სიმღერები, შესანიშნავად შეასრულეს ცეკვები და ასევე წარმოადგინეს პიესა“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს