ჯვარისის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საკლასო ოთახი ხელნაკეთი დეკორაციებით მორთეს
30-12-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლაში ყველაფერი გააკეთეს, რომ პანდემიის მიუხედავად, მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა არ დაეკარგათ.
სემესტრის დასრულებმდე შენობა მოირთო.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საახალწლო დეკორაციები საკუთარი ხელით დაამზადეს, მოხატეს ფანჯრები, ააწყვეს ნაძვის ხე და ამით სადღესასწაულო განწყობა აიმაღლეს.
ამ პროცესში ჩართული იყო მე-2 კლასი და მათი პედაგოგი მარი გიორგაძე.