კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი 2022 წელი იზეიმეს
30-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და საზეიმო განწყობა აიმაღლეს. 

ღონისძიების ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.  

სკოლა სასკოლო საზოგადოებს დამდეგ 2022 წელს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„სკოლის დირექცია, დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2022 წელი ყოფილიყოს ჯანმრთელობის, ბედნიერების, ხვავის, ბარაქის, წინსვლსა და წარმატების წელი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203