ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სადღესასწაულო ღონისძიებაზე თოვლის ბაბუა ესტუმრა
30-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. სკოლის მოსწავლეებმა სწავლის დასრულებამდე მცირე საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს.
ნიჭიერმა ბავშვებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩაატარეს - წაიკითხეს ლექსები და ლამაზი სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეებს ასევე თოვლის ბაბუაც ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი გულითადად მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები სადღესასწაულო აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.