ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილი
30-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სასწავლო წლის I სემესტრში, ნოემბერში ანბანის პირველი ასო ა-სადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი კლასის დამრიგებელმა, ანაჰიტ მარკოსიანმა ჩაატარა.

დამრიგებელმა მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული ლამაზი საკლასო ოთახი დაახვედრა და ბავშვების სწავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო აუმაღლა.

აღნიშნულ აქტივობაში პირველკლასელი ნიჭიერი მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203