ჟდანოვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ზღაპრული წინასაახალწლო დღესასწაული
30-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად აქტიურად ზრუნავდნენ. სკოლაში I სემესტრის დასრულებამდე საზეიმო კვირა იყო.
სკოლის I კლასის დამრიგებლის, ანაჰიტ მარკოსიანის ხელმძღვანელობით საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სპექტაკლიც დადგეს.
სადღესასწაულო აქტივობაში პატარა მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.