ზღაპრული საახალწლო დღესასწაული ჟდანოვის საჯარო სკოლაში
30-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად მოემზადნენ.  
სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნეს და სხვადასხვა საზეიმო აქტივობები თუ ღონისძიებები შესთავაზეს.

სკოლის მე-6 კლასის ხელმძღვანელის, ზარუჰი ჰაკობიანის ხელმძღვანელობით საახალწლო ზეიმი ჩატარდა. მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სადღესასწაულო აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ და მათი საახალწლო განწყობა კიდევ უფრო მეტად ამაღლდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სამახსოვროდ ფოტოებიც გადაიღეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203