ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პიესა ინგლისურ ენაზე გაითამაშეს
30-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა, ნინო მამადაშვილმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარა.

ღონისძიებაზე ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი იყო პიესა, ასევე ცეკვები და სიმღერები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სემესტრის მანძილზე ბევრი იშრომეს, შესწავლილი მასალა კი ღონისძიებაზე ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. 

„ბავშვებმა ბევრი რამ ისწავლეს და ხალისით წარმოადგინეს საახალწლო ნომრები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203