
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი - „ჩემი ეკონაკვალევი“ განახორციელა.
სკოლაში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია და გამოფენა.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა, რომლებიც გამოყენებული ნივთებისგან დაამზადეს, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოწონება დაიმსახურა.
ეკოკლუბის ხელმძღვანელი მთვარისა ზედგინიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: