
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში მიღებული ცოდნა შეაჯამეს.
შემაჯამებელ გაკვეთილს პედაგოგი ნელი ჭანკვეტაძე უძღვებოდა. გაკვეთილის თემა იყო „მოგზაურობა რიცხვთა სამყაროში“.
მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„პატარები ითვლიდნენ 1-დან 10-მდე, 10-დან 1-მდე. მარტივად შეძლეს 2-ის ბიჯით თვლა, რიცხვების შედარება, რიცხვების შედგენილობის დასახელება, გამოიცნეს რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები, ამოხსნეს მარტივი ამოცანები, გაიხსენეს გეომეტრიული ფიგურები და შექმნეს მათი მოდელები. მასწავლებელს საინტერესოდ ჰქონდა დავალებებისთვის შესაბამისი რესურსები მომზადებული. მოსწავლეებმა დავალებებს ადვილად გაართვეს თავი და გამოამჟღავნეს საგნის კარგი ცოდნა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: