ჩხარის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ვიქტორინები ჩატარდა
30-12-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ვიქტორინები გაიმართა. 

თამაშებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი შორენა ტაბატაძე უძღვებოდა. მან ყველა კლასს შესაბამისი კითხვები შეურჩია და სპეციალურ პროგრამაში განათავსა. 

მოსწავლეებმა ვიქტორინაში თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბოლოს სიგელებიც გადაეცათ.

„ვიქტორინები ჩატარდა სამ ნაწილად. პირველ ეტაპზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მეორე და მესამეკლასელები.  მეორე ეტაპზე:  მეოთხე-მეხუთე,  მესამე ეტაპზე კი-  მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. თითოეული ჯგუფისთვის  შერჩეული იყო მათი ასაკისთვის შესაბამისი კითხვები. ჯგუფში მოსწავლეები გაერთიანდნენ შემთხვევითი არჩევის პრინციპით. თამაშები მიმდინარეობდა  საინტერესოდ და ხალისიანად. ვიქტორინისთვის გამოყენებული იყო პროგრამა jeopardylabs, რომელშიც ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა ქულების შესაბამისი სიძლიერის კითხვების არჩევა. მოსწავლეებმა კარგად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. სკოლამ თითოეული მოსწავლე სიგელებით დააჯილდოვა გუნდური გამარჯვებისთვის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203