
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო. მათ იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და საზეიმო განწყობა აიმაღლეს.
ღონისძიების ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
„მონაწილეებმა დამდეგი 2022 წელი მიულოცეს ერთმანეთს და სრულიად საქართველოს. ისურვეს მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება, სადაც არ იქნება ომი და პანდემია. იმღერეს, იცეკვეს, ლექსები თქვეს, მერვე და მეცხრეკლასელებმა წარმოადგინეს ინსცენირება „ონლაინგაკვეთილი“, რომლის სცენარიც თავად შეადგინეს ონლაინგაკვეთილის კურიოზებზე, რითაც ძალიან გაახალისეს მაყურებელი. ზეიმის დასასრულს თოვლის პაპამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: