ზღაპრული საახალწლო კარნავალი მაჭატიის საჯარო სკოლაში
30-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა.

სკოლა საგანგებოდ მოირთო და კლასებს შორის გაიმართა კონკურსი - თუ, ვინ უფრო ლამაზად მორთავდა საახალწლოდ საკლასო ოთახს. ყველა კლასმა თითო საახალწლო ნომერი წარმოადგინა.

„პანდემიის გამო ღონისძიება სააქტო დარბაზში არ ჩატარდა, ამიტომ სკოლის დირექციამ კლასების მიხედვით თითო გამოსვლა შეაფასა და საუკეთესოები დააჯილდოვა. სკოლა არაქართულენოვანია, ბავშვებმა ქართული ლექსები და სიმღერებიც შეისწავლეს და წარმოადგინეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203