„გავახაროთ პატარების გულები“​ - ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა აჩუქეს
30-12-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სახალწლოდ გაახარეს, საზეიმო განწყობა შეუქმნეს და სურპრიზიც მოუწყვეს. 

სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა - დავით ჯარმელიშვილმა, ილია თამარაშვილმა და ნინო რუსიშვილმა პროექტზე - „გავახაროთ პატარების გულები“ იმუშავეს. 

მოსწავლეებმა სიურპრიზად სკოლის დერეფანი სადღესასწაულოდ მორთეს.

დაწყებითი კლასის I-IV კლასის პედაგოგებმა: ელენე ბრაჭულმა და მარიამ ბერიძემ კი საკლასო საახალწლო ღონისძიებები მოაწყვეს და მოსწავლეებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203