რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი 2021 წელს აჯამებს
30-12-2021
ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი 2021 წელს აჯამებს. 

სკოლისთვის ეს სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი იყო. სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად და დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი წერს, პანდემიის მიუხედავად, სკოლამ გამოწვევებთან გამკლავება შეძლო.

დირექტორი სასკოლო საზოგადოებას დამდეგ 2022 წელს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ/ჰიბრიდულ სასწავლო პროცესზე გადასვლამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, მიმდინარე წელს, თანამშრომლობაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულმა სასკოლო გარემომ, მაინც მოახერხა თითოეული მოსწავლისთვის სწავლის თანაბარი შესაძლებლობის, გრძელვადიან პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობის და სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვა.
არის განათლების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები სხვადასხვა საფეხურზე, მაგრამ თუ თვალს გადავალებთ მიმდინარე წლის ანგარიშს, გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე ბევრი წარმატებული მოსწავლე; ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების განხორციელება; მიმდინარე პროექტები - არაფორმალურ განათლების შესაძლებლობებით, უკეთესი მომავლის იმედსაც გვაძლევს.
ახალ წელსაც, მოკრძალებულად, საკლასო აქტივობებითა და  რეგულაციების გათვალისწინებით, მაგრამ იმედიანად ვხვდებით. დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს დამდეგს, ერთგულ მშობლებსა და უსაყვარლეს მოსწავლეებს. რომ არა მათი დიდი სიყვარული, ნდობა და მხარდაჭერა ამდენს ვერ შევძლებდით“,- წერს რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი.

ანგარიში იხლეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203