ღების საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელმა, შორენა ლობჯანიძემ საახალწლო ღონისძიება გამართა
30-12-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებელმა, შორენა ლობჯანიძემ საახალწლო ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაში სკოლის I-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები, გააცოცხლეს ლიტერატურული გმირები და გამართეს იმპროვიზირებული მინი-სპექტაკლები.

მოსწავლეებმა ასევე სასკოლო საზოგადოებას გააცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი საახალწლო ტრადიციები და შესთავაზეს მათი კერძები.

აღსანიშნავია ხელოვნებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა ჩართულობაც, მათი დაუღალავი შრომის შედეგად ღონისძიება მრავალფეროვანი დეკორაციით გაფორმდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203