ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
სკოლის ნიჭიერმა მე-6 კლასელებმა საახალწლოდ საოცარი შემოქმედებითი ნიჭით გაჯერებული აქტივობები წარადგინეს.
„საახალწლო ზღაპარში ვიმოგზაურეთ მე-6 კლასის მოსწავლეებთან და იზო მასწავლებელთან ერთად.. ზღაპრის გმირების ნამდვილი მეჯლისი იყო.. ულამაზესი ცეკვებით, პატარ-პატარა სცენებით ნაცნობი ზღაპრებიდან.. ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ მრავალ წარმატებას ჩემს საყვარელ ბავშვებს დს ჩვენს ეთოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.