
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. სპორტულ-გასართობ შეჯიბრში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აქტივობა საინტერესო და მხიარული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
გამარჯვებული გუნდის წევრები მასწავლებლისაგან სამახსოვრო ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: