ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, სპექტაკლი დადგეს
30-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ფატმან კლდიაშვილმა თემაზე - ქეთევან ჭილაშვილის „ენაჭარტალა“ კომპლექსური დავალება წარადგინეს. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნაშრომები შექმნეს.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პირობა თავიდანვე შესანიშნავად გაიაზრეს და სამკვირიანი აქტივობის ბოლოს წარმოადგინეს მიზნის შესაბამისი პროდუქტებიც: ესე, ნახატები, მუყაოსაგან - მთავარი გმირები და მათი საცხოვრებელი ბუნაგი, ფუღურო, ხეები, ბუჩქები, მზე და ღრუბლები.
გაინაწილეს ავტორის, გმირების სიტყვები და მოემზადნენ დასკვნითი ნაწილისათვის - სპექტაკლისათვის. შეარჩიეს მუსიკა; შექმნეს აფიშა და ბილეთები.
მოსწავლეებმა მოირგეს ცხოველების ფორმები, ავტორებმა კი - ნიღბები და წარმოადგინეს სპექტაკლი - „ენეჭარტალა“, სცენაზე შექმნეს ტყის სურათი და წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
„სცენაზე ერთმანეთს ერწყმოდა სიტყვები, სიმღერა და ცეკვა. მაყურებელმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. პედაგოგებმა და სკოლის დირექციამ არ დაიშურეს მოსწავლეების მიმართ სამადლობელი სიტყვები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს