ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და საზეიმო განწყობა აიმაღლეს.
ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
სკოლა ყველას ულოცავს დამდეგ 2022 წელს და წარმატებას უსურვებს.
„პანდემიის მიუხედავად, სტუმრების გარეშე, შევეცადეთ ცოტა ხნით მაინც დაგვევიწყებინა რთული დღეები და გაგვეხალისებინათ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს დამდეგი ახალი წელი ლექსებით, სკეჩებითა და სიმღერებით მიულოცეს. უსურვეს ჯანმრთელობა, მშვიდობა, კეთილდღეობა, წინსვლა და წარმატებები თავიანთ საქმიანობაში.
სკოლის ადმინიატრაცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სხვა თანამშრომლებსა და სრულიად საქართველოს ულოცავს შობა-ახალ წელს. უსურვებს ულევ სიხარულს, მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებებს“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: